ახალი ამბები
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსის ორი ახალი შეთხვევა დადასტურდა
FaceBook
ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსი ორ პაციენტს დაუდასტურდა.

ორივე შემთხვევა ე.წ სვანეთის კლასტერს უკავშირდება და ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან.

ინფიცირებულები მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან.
როგორც კლინიკაში განმარტავენ, ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სულ 14  პაციენტი მკურნალობს, მათგან ხუთი არასრულწლოვანია.

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 1270 პაციენტი გამოიკვლია. მათგან დადებითი  მხოლოდ ორია.




Print