ახალი ამბები
სააპელაციო შედეგები მომავალ კვირაში გამოქვეყნდება
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების  შედეგები 3 500-მდე აპლიკანტმა გაასაჩივრა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სააპელაციო განაცხადების განხილვა მიმდინარე კვირაში დასრულდება. ხოლო გასაჩივრების შედეგები  მომავალი კვირისთვის გახდება ცნობილი.

აპელაციის შედეგების გარკვევას აბიტუერიენტები SMS -ის საშუალებითაც შეძლებენ. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან  საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს - 93 333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გაგზავნის შეტყობინებას).

გასაჩივრების მსურველებს, რომელმაც 14 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმა სააპელაციო განაცხადი, თანხა უკან დაუბრუნდება. ასევე თანხა სრულად ბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე აპელაციის დროს ქულის ცვლილებისშემთხვევაშიც. ( დაკლების ან მომატების)

ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარე წლის  6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
Print