ახალი ამბები																												
					
				
										
											მასწავლებლების მომზადებისთვის მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება									
						
		
								
								
						
							 
						
						
							 
							
						
						
							
															
									12:46 / 22.08.2020								
							
						
					 
					
						
				
			
			
												2020-2021 სასწავლო წლისათვის
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა
დაფინანსების ოდენობა და მოცულობა დამტკიცდა.
2020-2021 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,964,250 ლარით განისაზღვრა.
'' გასულ წელთან შედარებით, გრანტის წლევანდელი მოცულობა გაზრდილია.
2019-2020 სასწავლო წლისათვის მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირებზე გასაცემი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის წლიური მოცულობა 1,845,000 ლარი იყო. ''
- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
თუ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კერძო
სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
მიერ დადგენილი სწავლის საფასური აღემატება შესაბამისი სახელმწიფო
სასწავლო გრანტის ოდენობას, სახელმწიფო მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირის სწავლის საფასურს
დაფარავს მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობის
ფარგლებში.			 
											 
					
							 
მასალის გამოყენების პირობები