ახალი ამბები
დაწყებითი კლასების პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდებს დაეუფლებიან
FaceBook

იმერეთის მასშტაბით დაწყებითი კლასების 1200-მდე პედაგოგი ინკლუზიური განათლების, გენდერული თანასწორობის, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიმართულებით გადამზადდება.


ახალ მეთოდებს პედაგოგებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრენერები, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში გააცნობენ. პროგრამის მიზანი რეგიონში განათლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

პროექტში მონაწილე პედაგოგებს სკოლები თავად შეარჩევენ. USAID-ის განათლების სპეციალისტის მედეა კაკაჩიას თქმით, გადამზადებული კადრები მიღებულ ცოდნას თავიანთ სკოლებში კოლეგებს გაუზიარებენ.

,,უნივერსიტეტთან თანამშრომლობით იმერეთის რეგიონის მასწავლებელები თანამედროვე სწავლების მეთოდებს შეისწავლიან. ეს ითვალისწინებს ისეთი მეთოდების დაუფლებას, რომლითაც მოსწავლე შეიძენს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის და ა.შ. უნარების განვითარებას. გადამზადდებიან დაწყებითი განათლების მასწავლებლები. მნიშვნელოვანია რეგიონების პედაგოგების გადამზადება, რადგან ხშირად არ აქვთ წვდომა ინტერნეტთან და ტექნოლოგიებთან, ამიტომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უნივერსიტეტს, რომ ეს პედაგოგები ჩაერთონ პროცესში.“


პედაგოგების გადამზადების პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაიწყება.

Print