ახალი ამბები
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა დაგროვებითი პენსიით
FaceBook
დაგროვებითი პენსიის მიმღებთა შორის 201 -ს საპენსიო ასაკი შეუსრულდა.

ამ სერვისით საზღვარგარეთ საცხოვრებლად გადასვლის გამო ერთმა მოქალაქემ ისარგებლა, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 177-მა ადამიანმა, მემკვიდრის უფლებით კი - 44 - მა პირმა.

სააგენტოს ინფორმაციით,საბოლოოდ, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგს უკვე 74 მილიონ ლარამდე სარგებელი დაერიცხება.

დაგროვითი პენსიით  საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით სულ 423 - მა ადამიანმა ისარგებლა.

მთავრობის ინიციატივით, მოქალაქე თავის პენსიას თვითონ დააგროვებს, წლების განმავლობაში დაგროვებული თანხა კი საპენსიო ასაკის მიღწევისას უკან დაუბრუნდება. პარალელურად იარსებებს დღევანდელი პენსიების გაცემის სისტემაც, ანუ სოციალური პენსიაც. დაგროვებითი საპენსიო სისტემის შემოღება კი "ღირსეული სიბერის შექმნას" უკავშირდება. გათვალისწინებულია, რომ სისტემა 2018 წლის მეორე ნახევრიდან ამოქმედდა.

სქემაში ჩართვა სავალდებულოა  40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი - ნებაყოფლობითი. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით - ნებისმიერი თვითდასაქმებული.

სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში, შენატანები წყდება და თანხის გადარიცხვას წყვეტს სახელმწიფოც. სამსახურის დაწყებიდან პირველი ხელფასის მიღებისას შენატანი ახლდება. თვითდასაქმებულს შენატანის დროებით შეჩერების უფლება აქვს, პარალელურად კი, სახელმწიფოც წვყვეტს შენატანის დარიცხვას.

საპენსიო ასაკში პირს შეუძლია თავის ინდივიდუალურ ანგარიშზე არსებული თანხა ერთიანად ან გადანაწილებული სახით მიიღოს.

Print