ახალი ამბები
წვიმიანი ამინდი იმერეთში რამდენიმე დღე გაგრძელდება
FaceBook

სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდებთან ერთად, იმერეთში ჰაერის ტემპერატურა 24-დან 26 გრადუსამდე დაიკლებს.


,,წვიმიანი ამინდი იმერეთში 23 აგვისტომდე შენარჩუნდება. მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. 25 აგვისტოდან კი მკვეთრი მატებაა 32 გრადუსამდე. იმერეთის ზოგ რაიონში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი", – განმარტავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დოდო გვაზავა.


სინოპტიკოსები გამოდარებას 24 აგვისტოდან ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურის კი  25-დან 28 გრადუსამდე მოიმატებს.

უნალექო ამინდები იმერეთში 24-დან 27 აგვისტოს ჩათვლით შენარჩუნდება.

 

Print