ახალი ამბები
სკოლის ბუფეტებისთვის ახალი რეკომენდაციები ამოქმედდა
FaceBook
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სკოლის ბუფეტს ფუნქციონირების უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ ახალ რეკომენდაციებს დაიცავს.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში ერთ-ერთი მთავარი სოციალური დისტანციაა.

რეკომენდაციები:

1. არ დაუშვათ ბუფეტის/სასადილოს ფუნქციონირება, თუ შეუძლებელია მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა

2. საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია

3. საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში

4. საკვების მიღების წინ ხელების დაბანა წყლით და საპნით (საკვების მიღების წინ სანიტაიზერით ხელის
დამუშავება არ არის რეკომენდირებული)

5. უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუფეტში/სასადილოში არსებული ყველა ონკანის გამართული მუშაობის რეჟიმი

6. ბუფეტის/სასადილოს შესასვლელთან ახლოს, შიდა სივრცეში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფუნქციონირებისთვის გამართული ხელსაბანები

საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს განახლდება.
Print