ახალი ამბები
ქუთაისის მერმა თანაშემწედ კონკურსის შედეგად გათავისუფლებული ბაღის დირექტორი დანიშნა
FaceBook
სოფიკო ლომინაძემ ააიპ სკოლამდელი დაწესებულების ქუთაისის საბავშო ბაღებში გამოცხადებული კონკურსი ვერ ჩააბარა და ქალაქის მერის წინააღმდეგ აქციებს ხელმძღვანელობდა.


ქუთაისის მერმა, შოთა მურღულიამ მერის თანაშემწის ვაკანტურ ადგილზე ქუთაისის მე-4-ე საჯარო ბაღის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი, სოფიკო ლომინაძე დანიშნა. აღნიშნული პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ნანა ქათამაძემ მერის თანაშემწის პოსტი დატოვა.

ლომინაძე ამ დროისთვის მერის თანაშემწის ადგილზე მოვალეობის შემსრულებლია. ქუთაისიპოტის ინფორმაცით, სოფიკო ლომინაძემ ააიპ სკოლამდელი დაწესებულების ქუთაისის საბავშო ბაღებში გამოცხადებული კონკურსი ვერ ჩააბარა და ქალაქის მერის წინააღმდეგ აქციებს ხელმძღვანელობდა.

ქალაქის მერის თანაშემწეები ასევე არიან ვალერი შაშიაშვილი და მირანდა ბოჭორიშვილი. რაც შეეხება მრჩევლებს, მურღულიას სამი მრჩეველი ჰყავს.

Print