ახალი ამბები
ბიზნესს, რომელიც ჯანდაცვის რეკომენდაციებს არ დაიცავს საქმიანობა შეუჩერდება
FaceBook

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს უფლება მიეცა ბიზნესსუბიექტს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი შეუჩეროს.


ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან არ იქნება თანხმობაში.

დადგენილების მიხედვით, ბიზნესსაქმიანობის განახლება შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ სუბიექტი დარღვევებს აღმოფხვრის.

რეკომენდაციები რომლებიც იზოლაცია კარანტინის წესებს დაემატა :

1. ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის ან/და სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი.

2. ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.

3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები, - ნათქვამია დადგენილებაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს აამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრიტუკული შეუსაბამობის გამო, საქართველოში უკვე დაჯარიმებულია 100-ზე მეტი ობიექტი.

იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი განმეორებითი შემოწმების და ჯარიმის შემდგომაც ვერ აკმაყოფილებს საჭირო ნორმებს და მოთხოვნებს, რომელიც მითითებულია დადგენილებაში ჯანდაცვის ინსპექტირების დეპარტამენტრს უკვე ლეგიტიმური უფლება, მოახდინოს ობიექტის დახურვა.

 

Print