ახალი ამბები
საქართველოში ონკოლოგიურ პაციენტებს მკურნალობის სრულად დაუფინანსდება
FaceBook
საქართველოში უფასოდ სიმსივნით დაავადებული 40 ათასამდე მოქალაქე იმკურნალებს.
ამის შესახემ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

''სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს მკურნალობის თანხის ჯიბიდან გადახდა უწევდათ. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას ამ პროგრამის 8000 ლარით გაზრდის, რაც ფაქტობრივად თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს მისცემს შესაძლებლობას ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი, ყველანაირი პირადი გადასახადების გარეშე".

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ასევე ხელმისაწვდომი გახდება სხვადასხვა, ეფექტური მედიკამენტებიც.

„ცვლილება ეხება იმ მნიშვნელოვან პრეპარატებს, რომელიც არის თანამედროვე და ძალიან ეფექტური გამოსავლებით ხასიათდება - მათი ხელმისაწვდომობის გაზრდას ვგეგმავთ ჩვენი მოქალაქეებისთვის. დღემდე ფინანსდებოდა ამ პრეპარატების გამოყენების მხოლოდ გარკვეული ეტაპი და ძალიან ხშირი იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენს მოქალაქეებს უკვე საბოლოო ეტაპზე არ ჰქონდათ ხელმისაწვდომობა ამ პრეპარატებზე და უწევდათ ჯიბიდან გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ დაავადების ბოლო ეტაპზე ეს არის ძალიან რთული და სწორედ აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო იღებს თავის პასუხისმგებლობას, რომ ჩვენი მოქალაქეები ამ რთულ პერიოდშიც დააფინანსოს და პრეპარატების ახალი თაობრომელსაც ეს საჭიროება უდგას".

დღესდღეობით საქართველოში  38 000-ზე მეტი ონკოპაციენტი ფიქსირდება.  

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, რომელიც ონკოდაავადებულთა დახმარებას ითვალისწინებს, ამ დრომდე საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლობდა.

Print