ახალი ამბები
ქუთაისელი კონსტანტინე ჯანაშია საქართველოში უძლიერესი მამაკაცი გახდა
FaceBook
ქუთაისელი სპორტსმენი, კონსტანტინე ჯანაშია უძლიერეს მამაკაცთა შორის გამართულ საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.

კონსტანტინე ჯანაშიამ სპორტის სახეობაში ,,სთრონგმენი" მძიმე წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დიაკავა.

უძლიერეს მამაკაცთა შორის შეჯიბრი ბათუმში გაიმართა და 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

,,სთრონგმენი" ამერიკული სპორტის სახეობაა, რომელიც აშშ-ში 1970-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ, მისი პოპულარიზაცია მსოფლიოს მასშტაბით სულ უფრო იზრდება. საქართველოში, ხსენებული სპორტის სახეობაში ფედერაცია 2009 წლიდან დაფუძნდა და დღემდე მოქმედებს.
Print