ახალი ამბები
NDI - ის წინასაარჩევნო კვლევა - დაშინება და შევიწროება პრობლემად რჩება
FaceBook
NDI-ის წინა საარჩევნო კვლევის მიხედვით, არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები კვლავ გამოწვევად რჩება.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს ვითარება კიდევ უფრო აძლიერებს პოლარიზაციას.

"არჩევნების მოახლოებასთან ერთად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ლიდერებმა და მონაწილე მხარეებმა მსგავსი სიმტკიცე გამოიჩინონ და სამართლიანი, გამჭვირვალე და ინკლუზიური არჩევნები ჩაატარონ, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ნებას გამოხატავს. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში საქართველომ დაამტკიცა, რომ მას სანდო არჩევნების ჩატარების ტექნიკური შესაძლებლობები გააჩნია", - განაცხადა განაცხადა NDI-ის პრეზიდენტმა, დერეკ მიტჩელმა.

NDI-ის წინა საარჩევნო კვლევის მიხედვით, პრობლემურ საკითხად რჩება:

1. უყურადღებო, ან მიკერძოებული აღსრულება

2. ადმინისტრაციული რესურსები და სასამართლო

3. ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, დაშინება და შევიწროება

4. პერსონიფიცირებული და პოლარიზებული საარჩევნო კამპანია

5. ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების პროცესიდან გამოტოვება

6. საინფორმაციო გარემოს დაბინძურება







Print
თეგები: #NDI #კვლევა