ახალი ამბები
სამტრედიაში ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს
FaceBook
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის ოფისის წევრი ამჟამად პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იმყოფება.

ინფორმაციას, დავით ზაქარაძეს დაკავების თაობაზე მისი თანაგუნდელები ავრცელებენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის ოფისის წევრის, მამუკა ბიბილეიშვილის თქმით, დაკავებული დავით ზაქარაძეს სახლში პოლიციელებმა ჩხრეკა დილით ჩაატარეს.

,,იარაღს და ნარკოტიკს ეძებდნენ, თუმცა ვერ აღმოაჩინეს. ამ ამბავს ჩვენ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვუკავშირებთ"
, - ამბობს ბიბილეიშვილი.

თავად დავით ზაქრაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ მისი დაკავება არა ნარკოტიკს, არამედ ჩხუბს უკავშირდება, რომელიც ნაცნობთან მოუვიდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ზაქარაძე დაკავებული არაა, არამედ მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

Print