ახალი ამბები
ქუთაისში 5000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
FaceBook
ელექტროენერგიის მიწოდება  აბონენტებს 15 ოქტომბერს შეეზღუდებათ.


ენერგო - პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის ინფორმაციით ქუთაისში 15 ოქტომბერს დაახლოებით 5000 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტთა ნაწილს მიმდინარე კვირაში სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სამუშაოების გამო შეეზღუდებათ.

15 ოქტომბერს, მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ბაკისუბანში" დაგეგმილი სამუშაოების გამო 12:00-დან 15:00 სთ-მდე გაითიშება ფიდერები "აისი", "#202", "პური-3", "კოსტია", "საკონდიტრო", "161-ა" და "მექანიკური ქარხანა".

ძაბვის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აღნიშნული ფიდერების მომხმარებლებს ნიკეას ქუჩაზე და თაბუკაშვილის ქუჩის ნაწილს. ჯამში, დაახლოებით 5000 აბონენტს.

კომპანიის მიერ გამანაწილებელი მოწყობილობების რეაბილიტაციისა და ზამთრისთვის მოსამზადებელი პროფილაქტიკური სამუშაოები მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ხარისხის ზრდას ითვალისწინებს. უამინდობის შემთხვევაში სამუშაოები გადაიდება და თარიღი დამატებით ეცნობებათ აბონენტებს.

Print