ახალი ამბები
საქართველოში უმუშავართა რიცხვი გაიზარდა
FaceBook
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2020 წლის II კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9 პროცენტით გაიზარდა და 12.3 პროცენტი შეადგინა. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2020 წლის II კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 63.7 პროცენტი შეადგინა.

დასაქმების დონე ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 0.5 პროცენტული პუნქტით, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.3 პროცენტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.2 პროცენტით.

უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით,უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.3 პროცენტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტით.

უმუშევრობის დონე მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის II კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია როგორც ქალებში ისე კაცებში, შესაბამისად 1.8 და 0.1 პროცენტით.

2020 წლის II კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში 0.4 პროცენტით არის გაზრდილი.


Print
თეგები: #საქატატი