ახალი ამბები
სახელმწიფო წერეთლის უნივერსიტეტში სწავლას 640 სტუდენტს დაუფინანსებს
FaceBook
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამების სია გამოაქვეყნა.

პროგრამის ფარგლებში 2020-2021 სასწავლო წელს, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში სწავლებას 640 სტუდენტს დაუფინანსებენ.

სრული დაფინანსებით ის აბიტურიენტები ისარგებლებენ, რომლებიც ეროვნული გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, წერეთლის  უნივერსიტეტში სახელმწიფოს მიერ, სრულად სულ 27 ფალულტეტი დაფინანსდება: ქართული ენა და ლიტერატურა, არქეოლოგია, ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ბიოლოგია, ეკონომიკა, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა (დაწყებითი განათლება), ელექტრული, ინჟინერია, მშენებლობა, აგრონომია, აგრონედლეულის კვების პროდუქტების ტექნოლოგია და ექსპერტიზა, აგროინჟინერია, საკვები პროდუქტების ტექნოლოგია და უვნებლობა, გერმანული ენა და ლიტერატურა, ფრანგული ენა და ლიტერატურა, აღმოსავლური ფილოლოგია, ქიმია, ეკოლოგია, გეოგრაფია, გამოყენებითი ბიომეცნიერებები (ბიოტექნოლოგიები), სატრანსპორტო ლოჯისტიკური სისტემების ორგანიზაცია და მართვა, ავტომობილები და საავტომობილო მეურნეობა ხარისხის მართვა და ტექნიკურ ეკონომიკური ექსპერტიზა, გამოყენებითი დიზაინი, ფარმაცევტული პრეპარატების ქიმია და ტექნოლოგია, გარემოს დაცვის ინჟინერია და გამოყენებითი ეკოლოგია.

პროგრამების ჩამონათვალი დაფინანსებული ადგილების მიხედვით:




საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, წერეთლის უნივერსიტეტში დაფინანსებულ პროგრამებზე სტუდენტების სწავლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან  2 მილიონ 124 ათასი ლარი დაიხარჯება.

ავტორი: ანა ჯიქია
Print