ახალი ამბები
ქუთაისში ხელოვნების სკოლის რეაბილიტაციისთვის 370 ათასი ლარი დაიხარჯა
FaceBook

ქუთაისის ხელოვნების სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება


შენობაში სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც შეკეთდა ობიექტის ფასადი,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო საკონცერტო დარბაზი, სცენა, სამეცადინო ოთახები, გასახდელები, ტერასა.

შენობაში ასევე დამონტაჟდა განათება, მოეწყო  წყალგაყვანილობის და ცენტრალური გათბობის ახალი სისტემები.

ხელოვნების სკოლის რეაბილიტაციისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 370 ათასი ლარი დაიხარჯა. ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია ,,TU-KA " - მ შეასრულა.

 

ქუთაისის ხელოვნების სკოლის შენობა წლების განმავლობაში ამორტიზებულ მდგომარეობაში ფუნქციონირებდა.


 

Print