ახალი ამბები
ქუთაისში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
FaceBook

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითს მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი დაეჯახა.


თვითმხილველების თქმით, ქალბატონი გზის ერთი მხრიდან, მეორეზე გადადიოდა, როცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაზარალებული  ქალბატონი მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასწრაფოს ექიმის განმარტებით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.





 

Print