ახალი ამბები
"ზასტაველობის" ორგანიზატორი - ვისაც არ მოგწონთ თქვენ გააკეთეთ უკეთესი, გიშლით ვინმე?
FaceBook
ქუთაისში, ჩატარებული "ზასტაველობის" ღონისძიების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ღონისძიების ორგანიზატორი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე fecebook-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:


"მინდა დაგეკითხოთ ყველას, განურჩევლად პარტიულობისა და "გემოვნებისა...

ვინმეს რამე "დაგიშავდათ" ქ. ქუთაისში, გამარჯვების" ოლქში სულ ახლახან ჩატარებული ზასტაველობა-კარიბჭობის ღონისძიებით?
ეს იყო ერთი ლამაზი საღამო ადგილობრივი მოსახლეომის მონაწილეობით...

ვისაც მოგწონთ, მოგვილოცეთ უბნის დღესასწაული (ყველაფერს პოლიტიკას ნუ აწერთ) და ვისაც არ მოგწონთ თქვენ გააკეთეთ უკეთესი, გიშლით ვინმე?
ძირითად "მაკრიტიკებლები" ის ხალხი არიან, ვინც, წლების უკან ან თავად იყვნენ ადგილობრივ ხელისუფლებაში ან მათი ოჯახის წევრები და არათუ გაუკეთებიათ რამე,მათი ხმაც კი არავის გაუგონია და ახლა აპირებენ თავის "გამოჩენას"?...

ბატონებო, ქალბატონებო, კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, საკუთარი პიარისთვის სხვის ანტიპიარს ნუ ეწევით, თორემ ბევრი მინახავს სხვისთვის ორმოს გამთხრელები მერე იმ ორმოში აღმოჩენილნი...

ვინც ცდილობთ ამ ბინძური მეთოდებით ჩვენს შავ პიარს, ყველამ გაიხსენეთ თქვენი წარსული და თუ ამნეზია დაგემართად და არ გახსოვთ არ "დაგზარდებით" და მე "გაგახსენებთ" ...

არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ...",  - წერს ნატო ქათამაძე. 

ქუთაისში "ზასტაველობა 2015-ის აღნიშვნას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" ქუთაისში ე.წ. ზასტაველობის დღესასწაულის აღნიშვნას სამარცხვინო ფაქტი უწოდა.
Print