ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

დაკავებულია, წარსულში ყაჩაღობისა და ძალადობისათვის ნასამართლევი - 1986 წელს დაბადებული ზ.ჩ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აგვისტოს ტყიბულის რაიონის სოფელ ბზიაურის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, შურისძიების მოტივით, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ზ.ს.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ქუთაისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში, 8 აგვისტოს ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს.


ამავე თემაზე:

მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს



Print