ახალი ამბები
საქართველოდან ფულადი გზავნილები გაიზარდა
FaceBook
2020 წლის ივლისში საქართველოდან უცხოეთში 22, 234 მლნ დოლარი გადაირიცხა,წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,996 მლნ დოლარით მეტია.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2019 წლის ივლისში ქვეყნიდან უცხოეთში 19,238 მლნ დოლარი გაიგზავნა.

წელს, ისევე როგორც შარშან გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ივნისში გზავნილების 30% რუსეთში განხორციელდა.

ხუთეულშია თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა და საბერძნეთი.

5 ქვეყანა, სადაც 2020 წლის ივლისში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:


რუსეთი - 6,693 მლნ დოლარი
თურქეთი - 5,337 მლნ დოლარი
უკრაინა - 2,188 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი - 1,477 მლნ დოლარი
საბერძნეთი - 1,043 მლნ დოლარი

2020 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 188.7 მლნ აშშ დოლარი (578.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 22.1%-ით (34.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


Print