ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
17 აგვისტოს ცალკეულ რეგიონებში შესაძლებელია იწვიმოს.

20 აგვისტოს ჩათვლით იქნება მზე და უნალექო ამინდი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს.

კვირის ბოლოს 21 აგვისტოდან გაძლიერდება შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან მქროლავი ქარი და მოსალოდნელია ძლიერი წვიმა ელჭექით.

სინოპტიკოსების ვარაუდით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსამდე დავარდება.

Print
თეგები: #ამინდი