ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეებს პორტალზე daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური შეფერხების გამო ბოდიშს უხდის
FaceBook
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, მოქალაქეებს ტექნიკური შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

„მოგახსენებთ, რომ 17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - www.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს. ხარვეზი პორტალზე ბევრი ადამიანის ერთდროულად დარეგისტრირებითაა განპირობებული“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე თქმით, პრობლემის გადასაჭრელად სპეციალისტები მუშაობენ და ტექნიკური შეფერხება უმოკლეს დროში აღმოიფხვრება. დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 2020 წლის 1-ელ დეკემბრამდე გრძელდება.
შესაბამისად, რეგისტრაციის გავლის საშუალება ყველა მსურველს მიეცემა.

რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდზე: www.moh.gov.ge და ელექტრონულ პორტალზე daxmareba.moh.gov.ge.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 წლამდე ასაკის მოზარდი 20 ლარიან დახმარებას მიიღებს.
Print