ახალი ამბები
ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნოემბერში ჩატარდება
FaceBook

ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება.

ქუთაისი ფესტივალს 2020 წლის 3-7 ნოემბერს უმასპინძლებს.

 

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ორ სხვადასხვა ქრონომეტრაჟის ფილმებს წარმოადგენენ. როგორც  10-30-წუთიან, ისე 1-5-წუთიან კინოსურათებს. 1-5 წუთამდე ფილმების პროგრამაში პროფესიონალებთან  ერთად, მოყვარულებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.


გარდა ფესტივალით გათვალისწინებული კინოჩვენებებისა, ფესტივალზე ჩატარდება მასტერკლასები და დისკუსიები.

საკონკურსო ფილმების მიღება  20 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობის უფლება მიეცემათ  2018- 2020 წლებში გადაღებულ ფილმებს.

ფესტივალის სიმბოლოს ოქროს დინოზავრი წარმოადგენს. ის გახლავთ ფესტივალის მთავარი პრიზიც. 

საკუთარ რჩეულს დაასახელებს კინომცოდნეების ჟიური.

პროექტის  მხარდამჭერებია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ქუთაისის მერია.

Print