ახალი ამბები
DMO Imereti--ს ხელმძღვანელი ენმ-ის წევრის კრიტიკას პასუხობს
FaceBook
DMO Imereti--ს ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრს გიგა შუშანიას პასუხობს.

ლილუაშვილის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ქულების დაწერას ხმამაღალი, პოპულისტური განცხადებებით ცდილობს.

"კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო გიგა შუშანიას, თავი შეიკავოს საჯარო მოხელეების, ჩემი კოლეგების და რაც მთავარია იმ ადამიანების შეურაცხყოფისაგან, ვინც პატიოსნად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ქალაქს. როგორც ვიცი, თავის გამოსვლაში ის შეეხო ისეთ თემებს, როგორიც არის საკარანტინო სივრცეების მართვაში მონაწილეობა, ტურისტული სერვისცენტრის საპირფარეშოების პროექტირება, ჩვენი ცენტრის წინ განლაგებული კონსტრუქციის დიზაინის შეცვლა. მინდა ვუპასუხო, რომ მიუხედავად დიდი პატივისცემისა, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და სამსახურის პარალიზებას. კვლავ განვაგრძობთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და ჩვენი ნებისმიერი აქტივობა, პროექტი თანხვედრაშია იმ სამართლებრივ დოკუმენტებთან, რომლებშიც გაწერილია ჩვენი უშუალო ფუნქცია-მოვალეობები. ცალკე ყურადღებას გავამახვილებ DMO Imeret-ის ჩართულობაზე საკარანტინო სივრცეების მმართველობაში, მოგეხსენებათ, რომ DMO Imeret-ი სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად ჩართულია აღნიშნულ პროცესში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო სამუშაო, რომელსაც სახელმწიფო აკეთებს ქვეყნის გადასარჩენად. პირადად მე დიდ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს გაწეული შრომისთვის. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქალაქში ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად ემსახურებიან ქვეყანას თავს ესხმიან და გაურკვეველ ბრალდებებს უყენებენ", - აცხადებს ტატო ლილუაშვილი.

ენმ-ის წევრმა გიგა შუშანიამ, გუშინ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრთან ბრიფინგი გამართა და ქუთაისის ტურიზმის ცენტრი ნეპოტიზმში დაადანაშაულა.


ამავე თემაზე:

"ოცნება აგრძელებს ქუთაისის დაცინვას"- გიგა შუშანია
Print