ახალი ამბები
15 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ კინო "საქართველო" იხსნება
FaceBook
15 ოქტომბერს ქუთაისში ე.წ კინო "საქართველოს" შენობა იხსნება.

ქუთაისიპოსტისთვის ცნობილი ხდება, რომ შენობაში მხოლოდ პირველი და მეორე სართულები ამოქმედდება, სადაც კომერციული და გასართობი ობიექტები გაიხსნება.

რაც შეეხება კინოდარბაზებს, რომლებიც მესამე სართულზეა განთავსებული, ისინი წლის ბოლოს ამოქმედდება.

ყოფილი კინო "საქართველოს" შენობის ადგილას ახალი ხუთსართულიანი ობიექტი რამდენიმე წელია შენდება.

მრავალფუნქციურ შენობაში კინოთეატრის 6 დარბაზი იქნება, აქედან ორი დარბაზი 100-100 მაყურებელს დაიტევს, ორი – 80 ადამიანს ( 3DX და 4DX კინოდარბაზები), ხოლო ორი VIP დარბაზი იქნება, რომელიც 10-15 კაცზეა გათვლილი.

შენობაში ფუნქციონირებს ლიფტი და ასევე, ექსკალატორი.
Print