ახალი ამბები
ქუთაისის მერიაში უკრაინის ელჩს უმასპინძლეს
FaceBook
ქუთაისის მერიაში საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს უმასპინძლეს.
უკრაინელი დიპლომატი მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა , მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა პეტრე ადამაძემ და საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ მიიღეს.

ელჩი დაინტერესდა, თუ როგორ მოქმედებდა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა პანდემიის პირობებში. 

შეხვედრაზე ისაუბრეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე, რომელიც უკრაინელი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
Print