ახალი ამბები
საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა
FaceBook
საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი გაიზარდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42 199 ადამიანით გაიზარდა.

2019 წლის ივლისში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 445 591-ს შეადგენდა, 2020 წლის ივლისში კი 487 790 შეადგინა.

გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებულთა რაოდენობაც, 2019 წლის ივლისში ასეთი ადამიანების რიცხვი შეადგენდა 949 262-ს, 2020 წელს ივლისში  952 633-ს.
Print