ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ დროშა დაკიდა (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისის მერიამ ორწლიანი მცდელობის შემდეგ დროშა დღეს დაკიდა.
ეროვნული სიმბოლიკის აღმართვას ადგილობრივი და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დროშა საქართველოს ჰიმნის ფონზე აღმართეს.



ქუთაისის მერია ნიკეას ქუჩაზე დროშის მოწყობას ორ წელზე მეტი ცდილობდა.

ეროვნული სიმბოლიკის დადგმა ხუთჯერ, სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა. ჯერ, მერიამ ტენდერი ისე გამოაცხადა, რომ ნიადაგი, სადაც დროშის დგარი უნდა მოწყობილიყო არ შეუსწავლია, სხვა ტენდერები კი ან შეწყდა, ან შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.

მეექვსე მცდელობაზე, ტენდერში (NAT190025060) შპს "ნიუ იბერიამ" გაიმარჯვა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიას დროშის დგარი მიმდინარე წლის 9 მარტამდე უნდა მოეწყო, თუმცა, პროცესი ჯერ მერიის დაკვეთით მომზადებულ პროექტში არსებული ხარვეზების მიზეზით შეჩერდა, შემდეგ კი დროშის აღმართვის სამუშაოები კორონავირუსის გავრცელების გამო შეფერხდა.

დროშის მოწყობა ბიუჯეტს 49 959 ლარი უჯდება.
Print
თეგები: #დროშა #ნიკეა