ახალი ამბები
21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა" - გიორგი ვაშაძე
FaceBook
"სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ტურიზმის სფეროს პრობლემებზე ისაუბრა.

ვაშაძის თქმით, კორონავირუსის პანდემიის შედეგად უამრავი სასტუმრო დაიხურა და ათასობით სამუშაო ადგილი დაიკარგა, კრიზისით კი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა ისარგებლეს.

"21 კომპანიისთვის 45 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. მათ შორის ბევრია ისეთი საასტუმრო, რომელთა მფლობელებმაც "ქართული ოცნებისთვის" დიდი შემოწირულობები გააკეთეს. ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს დამსხვრეული ოცნებების პარტია, რომელიც მხოლოდ მმართველ პარტიასა და მათ მეგობრებს ემსახურება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მისი პრემიერ-მინისტრობის შემთხვევაში, სერიოზულ საინვესტიციო პროგრამას წამოიწყებს ტურიზმის ინდუსტრიის ხელახალი მშენებლობისა და 55 000 ახალი სამუშაო ადგილის შესაქმნელად.

Print