ახალი ამბები
ქუთაისში 19 წლის გოგონას გარდაცვალებაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში 6 თებერვალს გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.
ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული მძღოლი, 1990 წელს დაბადებული გიორგი ი. პოლიციამ გუშინ დააკავა.
როგორც გარდაცვლილი ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრები აცხადებენ,  ისინი ეთანხმებიან გამოძიებს ამ ვერსიას და ბრალდებულის უმკაცრესი ზომით დასჯას ითხოვენ.
"პოლიციამ გვაჩვენა ვიდეო კადრები, სადაც დასტურდება, რომ ჩემს შვილს მოუსწრაფა სიცოცხლე სწორედ ამ ადამიანმა. ვითხოვ, დამნაშავე უმკაცრესი ზომებით დაისაჯოს,"-ამბობს ნანა გიგლემიანის დედა, რუსუდან ნანავა.
საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და სხვადასხვა სახის ექსპერტიზების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ სხვა სახის ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული დადასტურებულია შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ "გაზ 53"-ი მოდელის სატვირთო ავტომობილზე არსებული დაზიანებებით, თავად მძღოლის, მისი მგზავრების და სხვა უშუალო თვითმხილველი მოწმეების ჩვენებებით. ასევე ჩატარებული სასამართლო სამედიცინო, ქიმიურ-ტრასოლოგიური და კომპლექსური ავტოტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, ექვსი სხვადასხვა სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერების გაშიფვრით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით," - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციაში.
19 წლის ნანა გიგლემიანი ავარიის შედეგად მიმდინარე წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ნანა გიგლემიანი "ჯიპის" მარკის დაჯახების შედეგად მძიმე სატრანსპონტო საშუალება "კრაზის" მარკის მანქანის ბობრლებში შევარდა და გოგონა ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრების თავდაპირველი ვარაუდით, სამართალდამცველები ნამდვილი მკვლელის ვინაობას მალავდნენ და დანაშაულის სხვა ადამიანისთვის გადაბრალებას ცდილობდნენ.
დეა მანაგაძე

Print