ახალი ამბები
სამტრედიაში მამაკაცი მატარებლის დაჯახების შედეგად გარდაიცვალა
FaceBook
უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიის შესასვლში.

მამაკაცს მატარებელი დაეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მემენქანემ ხმოვანი სიგნალის მიცემა რამდენჯერმე მოასწრო, თუმცა, უბედური შემთხვევის თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  275 – ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც  წყლის, სარკინიგზო საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
Print