ახალი ამბები
ტყიბულში მომხდარ მკვლელობაზე რამდენიმე ადამიანის გამოკითხვა მიმდინარეობს
FaceBook
ტყიბულში 8 აგვისტოს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში   ხუთი ადამიანი იკითხება.
მათი ოჯახის წევრები  ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობენ, რომ ისინი  სამართალდამცაველებმა სასტიკად სცემეს. 

"ჩემი მეუღლე იყო დაბადების დღეზე გუშინ. დღეს დილით ბრუნდებოდა ერთ  მეგობართან და სამ უცნობ  ადამიანთან ერთად, რომელიც გზაში ჩაისვა. როგორც ვიცი, სამართალდამცველებმა გზაზე სცემეს სასტიკად და შემდეგ პოლიციის განყოფილებაში დასაკითხად წაიყვანეს. ჩემს მეუღლეს არანაირი შემხებლობა არ აქვს გუშინ მომხდარ  მკვლელობასთან, არ ვიცი რა ხდება", - ამბობს ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლე, ნინო მეფარიშვილი.

ის ამბობს, რომ მისი მეუღლე, ასევე მასთან ერთად მყოფი 4 პირი უმაწყალოდ არიან ნაცემი, რის გამოც მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდათ.

"არავინ გვეუბნება არაფერს, ვართ პოლიციის განყოფილებაში".

ტყიბულში 8 აგვისტოს საღამოს საათებში მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.


ამავე თემაზე:

მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი


Print