ახალი ამბები
მკვლელობა ტყიბულში - გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი
FaceBook
ტყიბულში,  გუშინ, 8  გვისტოს  ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, დაღუპული 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც ტყიბულის შესასვლელში საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. გარდაცვლილი ნათლობიდან სახლში ბრუნდებოდა. ის თერჯოლიდანაა და ტყიბულში ნათლობის სუფრაზე იყო მიწვეული.

"ნათლობიდან რომ წამოსულა მანქანით დადევნებიან და ჩაუცხრილიათ საკუთარ მანქანაში. როგორც ვიცი, ეს ადამიანი კრიმინალური ავტორიტეტის მქონე იყო“- უყვებიან ქუთაისიპოსტს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
Print