ახალი ამბები
შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
FaceBook
შინდისის ბრძოლის მემორიალურ შენობებს (სადგური, პლატფორმა, სამართავი პუნქტი) კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 


შენობებს  ძეგლის სტატუსი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მიკოლოზ ანთიძის 6 აგვისტოს ბრძანების საფუძველზე მიეცა.



შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისსთან. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
Print