ახალი ამბები
ხონისა და სამტრედიის ეპარქიის წინამძღოლის ოჯახი დააყაჩაღეს
FaceBook
სენაკის მუნიციპალიტეტში ყაჩაღობა მოხდა.

გაქურდულია ხონისა და სამტრედიის ეპარქიის წინამძღოლის მეუფე საბას (გიგიბერია) ოჯახი.
შემთხვევა სენაკში გუშინ, გვიან ღამით მოხდა.

წაღებულია ფული, მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 179-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ყაჩაღობას გულისხმობს.
Print