ახალი ამბები
აგვისტოს ომში დაღუპულთა პატივსაცემად,იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში, დროშები დაუშვეს
FaceBook

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, აგვისტოს ომიდან 12 წლისთავზე, სახელმწიფო შენობებზე დროშები დაეშვა.


დროშები დაუშვეს იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტში არსებულ სახელმწიფო დაწესებულებებზე.

დროშები მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებშიც დაუშვეს.


2008 წლის აგვისტოში რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა, ცეცხლი გაუხსნა ქართულ სოფლებს.
საქართველომ რუსულ აგრესიას წინააღმდეგობა გაუწია.

აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. 263 598 ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა.

 

Print