ახალი ამბები
ქუთაისში დიალიზის საჭიროების მქონე პაციენტებმა აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისში, თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებმა ონკოლოგიური საავადმყოფოს წინ აქცია გამართეს.
პაციენტებს, რომლებსაც მუდმივად დიალიზი სჭირდებათ ონკოლოგიური ცენტრის წინ შეიკრიბნენ. მათი თქმით, საავადმყოფოს 30-მდე დიალიზის აპარატი აქვთ, თუმცა უმეტესობა მწყობრიდანაა გამოსული, რის გამოც პაციენტები დახმარებას ვერ იღებენ.

კლინიკაში, იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის და რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთის მოსახლეობა იღებს აღნიშნულს სერვისს. აქციის მონაწილეების თქმით,  ისინი დაგვიანებით ან არასრულად იღებენ პროცედურას, რიც გამოც ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, პაციენტი ლია თედორაძე განმარტავს, რომ დიალიზის საჭიროება კვირაში სამჯერა, პროცედურა კი 3-5 საათს მოიცავს.

''დღეს 15 ადამიანს ჩაუტარდა მომსახურება, ისიც დრო დააკლეს, ჩვენთვის ეს დრო მნიშვნელოვანია, ეს დღევანდელი პრობლემა არ არის, რვა თვე ვებრძვის ამას", - განმარტავს ლია თედორაძე.

ქუთაისის ონკოლოგიურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ დიალიზის აპარატების ჩამოტანა პანდემიის გამო გაჭიანურდა.  მათი თქმით, თბილისში ტექნიკის ინსტალაცია მიმდინარეობს და პრობლემები მალე აღმოიფხვრება.

Print