ახალი ამბები
სტუდენტთა საგრანტო შედეგები გამოქვეყნდა
FaceBook
2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შედეგები გამოქვეყნდა.

შედეგის გასაგებად სტუდენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა კოდი. 

ტესტის მასქიმალური ქულაა 42.

სახელმწიფო ასიგნებებიდან ამ კონკურსისთვის გამოყოფილი თანხა, რეიტინგული მაჩვენებლის მიხედვით, გადანაწილდება საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტებზე.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით 25 ივლისს ერთ სესიად  ჩატარდა. გამოცდის ხანგრძლივობა 2 საათი და 35 წუთი იყო.
Print