ახალი ამბები
რამდენი ბავშვი მიიღებს 200 ლარიან კომპენსაციას
FaceBook
საქართველოში 880 357 ბავშვი მიიღებს ერთჯერად 200 ლარიან კომპენსაციას სახელმწიფოს მხირიდან.
მათთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება სახელმწიფო ბიუჯეტს 176 071 000 მლნ ლარი დაუჯდება. ( ეს ციფრი პროგრამის ამოქმედების პერიოდში მცირედით შეიცვლება, რადგან იმ პერიოდში ზოგიერთი უკვე 18 წლის იქნება, ამასთან, ამ კატეგორიას ახალდაბადებული ბავშვებიც მიემატებიან).

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბავშვების ერთჯერადი, 200 ლარიანი დახმარება 1-15 სექტემბამდე აუნაზღაურდებათ.

ტიკარაძის თქმით, 15 აგვისტომდე საიტი სრულად მოწესრიგდება სადაც 17 წლამდე პირებს დარეგისტრირება შეეძლებათ.

"დარეგისტრირების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენის მხრიდან მოხდება უკუკავშირი თითოეულ ოჯახთან და მერე უკვე, დეტალური ინფორმაციის მოძიებისა და შეკრების შემდეგ, მოხდება პირველიდან 15 სექტემბრამდე ბავშვის მშობლებისთვის იმ თანხების გადარიცხვა, რომელზეც დღეს ბატონმა პრემიერმა ისაუბრა", — განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, რეგისტრაციისთვის საჭირო იქნება ბავშვისა და მშობლის სრული მონაცემები, რათა თანხა კონკრეტულად იმ ოჯახში მივიდეს, სადაც ეს ბავშვი ცხოვრობს.
Print