ახალი ამბები
9 ახალი დაინფიცირებული, 13 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის სტატისტიკა
FaceBook
საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 13-ით გაიზარდა.

ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან გამოჯანმრთელდა 987.

კარანტინის რეჟიმში 7 071 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294.

COVID-19-სგან ჯამში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა და 22 მაისამდე გაგრძელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ვირუსის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია.
Print