ახალი ამბები
"მურადის მღვიმისთვის" ბუნებრივი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებენ
FaceBook
,,ქუთაისიპოსტზე" გამოქვეყნებული მასალის (სახელმწიფო კედლის იქით) შემდეგ, "მურადის მღვიმისთვის" ბუნებრივი ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება.
გახდება, თუ არა დაცული ტერიტორია რაჭა-იმერეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულკი უნიკალური მღვიმე, ამას სპეციალური კომისია გადაწყვეტს.

როგორც საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს იმერეთის ადმინისტრაციაში ,,ქუთაისიპოსტს" განუმარტეს, რომ კლუბ ,,თეთნულდის" საინიციატივო ჯგუფის სახელით მღვიმისთვის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით წერილი უკვე მიიღეს.

,,საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი მაშინ გახდება, როცა საკითხს კომისიის სხდომაზე განიხილავენ. ჯერჯერობით, ზუსტი ვადები დადგენილი არ არის".

"მურადის მღვიმის" ბუნებრივი ძეგლის სტატუსი დღემდე არ აქვს. შესაბამიასად, მღვიმეში აღმოჩენილი უნიკალური სტალაქტიდები უცნობი პირების მიერ ვანდალურად ნადგურდება.

,,მურადის მღვიმის" უნიკალური დარბაზი ქუთაისელმა მოგზაურებმა 2014 წელს ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს.  მოგზაურთა კლუბ ,,თეთნულდის" წევრები სახელმწიფოსგამ მღვიმის დარბაზის აღმოჩენის დღიდან ითხოვენ ყურადღებას.

,,მრავალი წელია სახელმწიფოს ვთხოვთ დაიცვან მღვიმე. უპატრონობის გამო, რამდენჯერმე უკვე დააზიანეს უცნობმა პირებმა ნაღვენთი ფორმები. ასე თუ გაგრძელდა, ზღაპრული, ბუნებრივი ძეგლი საბოლოოდ დაკარგავს ღირებულებას და განადგურდება", – ამბობს არჩილ გეგენავა, რომელმაც სხვა მოგზაურებთან ერთად "მურადის მღვიმის" ახალ დარბაზს მიაკვლია.

მღვიმის აღმოჩენის ისტორიის სანახავად გადადით ბმულზე -  სახელმწიფო ,,კედლის იქით"
Print