ახალი ამბები
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება
FaceBook
სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სკოლებში, საკლასო ოთახებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟმში დაიწყება, ასევე უნივერსიტეტებში, აუდიტორიებში განახლდება სასწავლო წელი. დღევანდელი მონაცემებიდან გამომდინარე, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის და რასაკვირველია საგანმანათლებლო სისტემა მოერგება იმ ეპიდსიტუაციას, რომელიც იმ დროს იქნება აქტუალური. - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

კორონაპანდემიის გამო სკოლებში სწავლება მარტიდან შეწყდა და მოსწავლეები  დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ.
Print