ახალი ამბები
საჩხერის მერია ქუთაისიპოსტის სადისკუსიო შეხვედრაში მონაწილეობაზე უარს ამბობს
FaceBook
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ქუთაისიპოსტის  სადისკუსიო შეხვედრაში მონაწილოების მიღებაზე უარს ამბობს.
საუბარია, რუბრიკა "ხალხი და ხელისუფლებ ერთმანეთის პირის" რომლის ფარგლებშიც  მედიაორგანიზაცია უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებში არსებულ პრობლემებზე  საჯარო დისკუსიების ჩატარებას იმერეთის მასშტაბით.

ქუთაისიპოსტმა დისკუსიაზე მონაწილეობის მიღებაზე თხოვნით მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამხურს 3 აგვისტოს მიმართა, თუმცა, ქეთი მაჭარაშვილმა განგვიმარტა, რომ  მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემაზე წერილობით გვიპასუხებდა. 

ქუთაისიპოსტმა რუბრიკის  ფარგლებში საჩხერის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები გამოკითხა, მოსახლეობამ  მნიშვნელოვან საკითხად  წყლის და ტრანსპორტის პრობლემა  დაასახელა. 

ნახეთ ვიდეო:


"ვერაფერს ყიდულობ ბაზარში" - რუბრიკაში ''მოქალაქის ხმა'' (ვიდეო)

"წყალი არ გვაქვს, ჭებიც დაშრა" - მოქალაქი ხმა (ვიდეო)

"ძალიან გაბრაზებული ვარ ამ მთავრობაზე" - მოქალაქის ხმა (ვიდეო)


"საჩხერის მუნიციპალიტეტში 13 ადმინისტრაციული ერთეულია, ამ ეტაპზე სასმელი წყლის პრობლემა მხოლოდ ორ, ჯალაურთისა და კორბოულის ადმინისტრაციულ ერთეულის სოფლებშია. მაგრამ მიმდინარეობს სამუშაოები პროექტირებაზე და 2021 წელს დაიწყება აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი სოფლების წყალმომარაგების სამუშაოები. სოფელ-ეთო-ეხვევში ტრანსპორტის პრობლემა -  საჩხერის მუნიციპალიტეტს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ყავს. შ.პ.ს. ,,საჩხერის ავტოსადგური" ახორციელებს მგზავრთა გადაყვანას ყველა მიმართულებით.

ეთო-ეხვევის მოსახლეობა, მგზავრთა ნაკადის სიმცირის გამო, სარგებლობს უახლოეს დასახლებულ პუნქტთან ( ცხამი, დურევი)დანიშნული ტრანსპორტით. მოსახლეობა სარგებლობს მაღალმთიანი დასახლების სტატუსით, სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული შეღავათებით, მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნას, მიმდინარეობს მოლაპარაკება აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად", - ასეთია საჩხერის მუნიციპალიტეტის პასუხი პრობლემებზე. 

ქუთაისიპოსტი რუბრიკა "ხალხი და ხელისუფლება პირის" რუბრიკის მიზანია, მოქალაქეებისთვის გამოხატვის თავისუფლების შესაძლებლობების გაზრდა და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება, ღია და ანგარიშვალდებული მმართველობის მონიტორინგი. რუბრიკის ფარგლებში, ყოველი თვის ბოლოს კი იმერეთის თითოეულ მუნიციპალიტეტში ეწყობოდა მრგვალი მაგიდა/საჯარო შეხვედრა.

სადაც   მიიღებენ  კონკრეტული მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები, ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ. 

რუბრიკის ფარგლებში ქუთაისიპოსტმა იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან ათში უკვე ჩააატრა სადისკუსიო შეხვედრა. 


Print