ახალი ამბები
ერთიანი ეროვნული გამოცდის ორი საგნის ქულები დღეს გამოქვეყნდება
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდის, ფიზიკის და ბიოლოგიის საგნის ქულები დღეს გამოქვეყნდება.
აბიტურიენტებს გამოცდების პირველადი შედეგები ნახვა 16:00 საათიდან შეუძლიათ.

გამოცდების შედეგების გამოქვეყნება კი,  10 აგვისტომდე დასრულდება.

შედეგების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე naec.ge ან მობილური შეტყობინებით არის შესაძლებელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, გუშინ სამოქალაქო განათლებისა და მათემატიკის შედეგები გამოაქვეყნა.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გოგროძის განცხადებით, გამოცდებზე აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი გამოცხადდა.

საგამოცდი პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.
Print