ახალი ამბები
ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ - გამოფენა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში გამოფენა გაიმართა.

გამოფენა პროექტის "ახალგაზრდა შემოქმედები ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში მოეწყო, აღნიშნულ პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისთვის ახორციელებს.

გამოფენაზე წარმოდეგენილი იყო ძალადობის ამსახველი ფოტოები. გამოფენის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ ამ ფოტოებით ერთგვარი მესიჯი გაუგზავნეს საზოგადოებას და ახლო ხედით აჩვენეს ძალადობის შედეგები.

გარდა გამოფენისა, ორგანიზიაციის უფლებებისა და განათლებისთვის, ინიციატივით ესების კონკურსიც მოეწყო ძალადობის თემაზე, რომელში მონაწილეობა მოსწავლეებმა მიიღეს. ესების ხმოვანი ვერსიაც ჩაიწერა და იგი ერთი თვის მანძილზე გადიოდა რადიო "ძველი ქალაქის" ეთერში.
"ესები და ფოტოები ყველაფერი წიგნად აიკინძება და ნოემბერში გვექნება წიგნის პრეზენტადია პროექტის დახურვის ფარგლებში", - აღნიშნა ორგანიზაცია უფლებებისა და განათლებისთვის გამგეობის თავმჯდომარემ ქეთი ბერძენიშვილმა.
აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
Print