ახალი ამბები
3 აგვისტოდან ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება იწყება
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეიდან იწყება.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს მათემატიკისა და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდების პირველადი შედეგები ნახვა 16:00 საათიდან შეუძლიათ.

გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 10 აგვისტომდე დასრულდება.

შედეგების ნახვა გამოცდების ეროვნული ცენტრის გვერდზე naec.ge ან მობილური შეტყობინებით არის შესაძლებელი.

ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  წელს 41 000-მდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

საგამოცდო პროცესი შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის სოფიო გოგროძის განცხადებით, გამოცდებზე  აბიტურიენტთა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - გამოსაცდელთა 78%-ზე მეტი გამოცხადდა.

საგამოცდი პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. 


Print