ახალი ამბები
„ქარი ქრის ვერხვებში“ - წლის საუკეთესო სპექტაკლი
FaceBook
ქუთაისის ლადო მესხიშვილის მესხიშვლის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი "ქარი ქრის ვერხვებში" წლის საუკეთესო სპეტაკლად აღიარეს.
სპექტაკლს გრან-პრი საქართველოს თეატრალური საზოგადოების ჟიურის გადაწყვეტილებით მიენიჭა.

სპექტაკლის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძე გახლავთ, მხატვარი თამარ გურგენიძე.

მსახიობები სულხან გოგოლაშვილი, დავით როინიშვილი და ზვიად სვანაძე.

ფრანგი დრამატურგის ჟერალდ სიბლეირასის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შარშან ოქტომბერში გაიმართა.

სპექტაკლი ომის სამი ვეტერანის პანსიონატში ცხოვრბასა და მათ ბოლო გაბრძოლებაზე მოგვითხრობს.

პრიზის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი, რომელიც 27 მარტს იყო დაგეგმილი, გაიმართება 27 სექტემბერს, მესხიშვილის თეატრში.

Print