ახალი ამბები
თეა წულუკიანმა წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა
FaceBook
იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა იმერეთის გუბერნატორთან ერთად წყალტუბოში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაათვალიერა.

მინისტრის თქმით, მშენებლობა დასკვნით ფაზაშია და მომხმარებლის მიღებას მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეძლებს. იუსტიციის სახლი მოქალაქეებს 450-ზე მეტი სერვისით მომსახურებას გაუწევს. ფილიალში დასაქმდება 13 ადამიანი. დაგეგმილია ქორწინების სახლის განთავსებაც.

წყალტუბოს ფილიალი მესამე იუსტიციის სახლი იქნება, რომელიც იმერეთის რეგიონში გაიხსნება.

საქართველოში სულ 24 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს. არსებობის განმავლობაში იუსტიციის სახლის ფილიალები 34 მილიონზე მეტ მომხმარებელს მოემსახურა.

Print