ახალი ამბები
"იგი არავის ხვრეტდა" - სტალინს ზესტაფონში ძეგლი დაუდგეს (ვიდეო)
FaceBook
ზესტაფონში იოსებ სტალინის სკვერია მოწყობილი.
დასასვნებლ პარკში საბჭოთა ბელადის ბიუსტი, ძეგლი და სტენდია განთავსებული, სადაც ბელადზე სხვადასხვა ინფორმაციაა განთავსებული. 

ტერიტორია კერძო საკუთრებაა და ის კომპანია “სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთს" ეკუთვნის. შესაბამისად, კომპანიის ხელმძღვანელის, რუბენ ჩინჩალაძის იდეა იყო  ტერიტორიაზე ძეგლის დადგმა. 

პროფესიით ინჟინერი რუბენ ჩინჩალაძე ამბობს, რომ სტალინი დიდი კაცი იყო და მას არავინ დაუხვრეტია. 

"ის მუდამ დასჯილთა მხარეს იყო. იგი არავის ხვრეტდა".

რუბენ ჩინჩალაძე თვლის, რომ ქართველები უმედურები არიან, რადგან დიდ ბელადს არ აფასებენ. 


 

იოსებ სტალინის რეჟიმს საბჭოთა პერიოდში უამრავი ადამიანი ემსხვერპლა. IDFI-ის ინფორმაციით, სტალინის მმართველობის დროს ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი გადაასახლეს და მათი ნაწილი დახვრიტეს.

ასევე, ნახეთ ქუთაისიპოსტზე სტალინის მიერ რეპრესირებული ოჯახის ტრაგიკული ისტორია.

Print